ბარიტონი

ჩემი სახელი რად გინდათ?

ქალი

ხომ უნდა ვიცოდე ვის ვუშვებ ჩემთან კუპეში?

ბარიტონი

სახელი რა საჭიროა, როცა ბილეთი მაქვსნუთუ მართლა არ იცით რატომ უნდა შემომიშვათ?

ქალი

არ ვიცი!

ხრინწიანი ხმა

ჰაჰაჰაჰაჰა! არ იცის რატომ უნდა შემოგვიშვას კუპეში!

ქალი

არ ვიცი! არ ვიცი! არ ვიცი და არც მაინტერესებს!

წვრილი ხმა

როგორ, არ იცით რატომ უნდა შემოუშვათ ეს ბილეთიანი მგზავრები კუპეში?

ქალი

არ ვიცი! არ ვიცი!

ბარიტონი

მაპატიეთ, მაგრამ თქვენი არ მჯერა!

ხრინწიანი ხმა

არც მე მჯერა! მატყუარა ხართ!

ქალი

ჯერ არ შემომიშვიხართ და უკვე მატყუარასაც მიწოდებთ! კიდევ კარგი მეყო ჭკუა და კარი არ გაგიღეთ! წარმოიდგინეთ, რომ გამეღო, შემომეშვით, რაებს არ იკადრებდით! უზრდელო, გარყვნილო, ავხორცო არსებებო!

ბარიტონი

ახლავე გაგვიღეთ კარი!

ქალი

იცოდეთ, თქვენთვის ვზრუნავ! იმიტომ, რომ კარი თუ გავხსენი, თქვენ ისე ხართ უკვე აღგზნებულნი, რომ აუცილებლად რაიმეს დამიშავებთ და სინდისი, სიცოცხლის ბოლომდე არ მოგასვენებთ!

ისმის გაურკვეველი ჩურჩულის ხმა.

ქალი

რას ჩურჩულებთ მანდ, ჰაა?

ხრინწიანი ხმა, რომელიც  იწმინდება

უკვე ვეჭვობ, რომ მართლა რაიმე არ დავუშაო ამ ქალს!

წვრილი ხმა, რომელიც ბოხდება

ამ ქალის სიტყვიერი ფლუიდების გამო, მეც ვეღარ ვენდობი ჩემს თავს!

ბარიტონი

მერწმუნეთ ქალბატონო! გახსენით კარი და ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც ეს ჩვენს სინდისს შეეფერება!

ქალი

მიგიხვდით ხრიკს! აქ არ გამოგადგებათ ანდაზაგველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი!“

ბარიტონი, რომელიც ტენორდება

მერწმუნეთ ქალბატონო, თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ ცდებით! ვერ წარმოგიდგენიათ!

ქალი

ჯობია ვიყო შემცდარი, ვიდრე შეცდენილი!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11