ქალი

კარს არ გაგიღებთ! კარი, რომ გავხნა და მერე რამე რომ მიქნათ?

ხრინწიანი ხმა

კარი გახსენით, თორემ მართლა რაიმეს გიზამთ!

წვრილი ხმა

ვერაფერს ვერ უზამთ! არა გაქვთ ამის უფლება!

ხრინწიანი ხმა

მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით ვამბობღმერთმანი არაფერი მზაკვრული არ გამოვლია!

ქალი

გაგივლიათ და თანაც ძალიან კარგადაც! რომ არ გაგევლოთ მაშინ ასე არ დამემუქრებოდით!

ხრინწიანი ხმა

როგორ გეკადრებათ, გეთაყვა!

ბარიტონი

უსირცხვილო! ქალბატონო გთხოვთ არ გახსნათ კუპეს კარი! მე თქვეს მხარზე ვარ!

წვრილი ხმა

გახსენით კარი და გარანტად დაგიდგებით, რომ ვერავინ ვერაფერს დაგიშავებთ!

ბარიტონი

ააა, გასაგებია! მეც გარანტი ვიქნები. რომ დარწმუნდეთ ამაში, ოდნავ, წამიერად გახსენით კარი და დაგვენახეთ, ჩენც ბილეთებს დაგანახებთ და მერე ისევ დახურეთ!

წვრილი ხმა

ვერ ვხვდები, ასე რატომ უნდა გააკეთოს?

ბარიტონი

ჩვენს შორის ნდობა, რომ აღდგეს!

წვრილი ხმა

ააა, გასაგებია, მოდით მაშინ ასე ვქნათ! ჩვენ დავიხიოთ ოცდახუთი ნაბიჯით უკან და მერე გახსნას კარი!

ხრინწიანი ხმა

როგორ მიხვდება, რომ ჩვენ უკან დავიხიეთ?

წვრილი ხმა

ვიმღეროთ და ხმაზე მიხვდება!

ბარიტონი

კარგი ვიმღეროთ! მშვენიერია! თქვენ რა გქვიათ? სახელს თუ გვეტყვით, სიმღერა უფრო სასიამოვნო გამოგვივა.

წვრილი ხმა

მეე?

ბარიტონი

არა, თქვეენ ქალბატონო?

ქალი

მეე? უცნაურია! ჯერ კარებს მიმტვრევდით და ახლა სახელს მთხოვთ?

ბარიტონი

მხოლოდ კომუნიკაციისთვის მაჩუქეთ თქვენი სახელი!

ქალი

კომუნიკაციისთვის გინდათ, არა? მაშინ ჯერ მითხარით თქვენი სახელი? ჰოო რა გქვიათ?

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11