ჯორჯია

ალო, სანამ მოკვდებით მიპასუხეთ რაა?

ჯორჯია ფრთხილად აღებს კუპეს კარს.

ჯორჯია

ეეიი,  ამოწყდით ყველა, თუ გადარჩა

კუპეში სამივე მამაკაცი ყიჟინით შევარდებიან.

ხრინწიანი ხმა, რომელიც დაიწმინდა

შე ქალო, მაინცდამაინც უნდა ამოვწყდეთ კარი, რომ გაგვიღო?

ამბობს და კეტავს კარს.

ბარიტონი, რომელიც გატენორდა

ახლა შევამოწმებთ სინდისის ქენჯნის ამბავს!

ჯორჯია

ხელი გამიშვით მანიაკებო!

გახელებული მამაკაცები შეშინებულ ქალს ტანზე ტანსაცმელს ახევენ.

წვრილი ხმა, რომელიც დაბოხდა

ჩვენ, ხომ მხოლოდ ჩვენს კუთვნილ ადგილებზე დაძინება გვნდოდა! ჩვენ, მხოლოდ დაძინება გვინდოდა ჩვენს საწოლებზე!

ჯორჯია

ხელი გამიშვით! მიველეთ, მიშველეთ!

ბარიტონი, რომელიც გატენორდა

ძვირფასო ვნებიანო  ჯორჯია, აწი ვეღარაფერი გიშველის!

ისმის ენერგიული კაკუნის ხმა.

ხრინწიანი ხმა, რომელიც დაიწმინდა,

ბარიტონი, რომელიც გატენორდა, წვრილი ხმა, რომელიც დაბოხდა, ჯორჯია

(ერთდროულად)

ენერგიული კაკუნია. რა ვქნათ? ნეტა ვინ უნდა იყოს, როცა დარწმუნებულები ვართ, რომ მატარებელში ჩვენს მეტი არავინაა! კუპეში, მხოლოდ ოთხი ადამიანის ადგილია! ჩვენც ოთხნი ვართ! გავისუსოთ, ვითომ აქ არავინაა და კარიც არ გაიღება! სადაც არავინაა არავინ აღარ შემოვა!

კაკუნის ხმა მეორდება.

ხრინწიანი ხმა, რომელიც დაიწმინდა,

ბარიტონი, რომელიც გატენორდა, წვრილი ხმა, რომელიც დაბოხდა, ჯორჯია

(ერთდროულად)

აქ არავინაა და ნუ გვაწუხებთ!

კარის გაღების ხმაზე, კუპე თვალისმომჭრელი სინათლით  ივსება.

სახლის კარიდანსახლის კარამდე მანძილს, რომელსაც ის გადიოდა ყოველ დილით იყო თხუთმეტითექვსმეტი კილომეტრი.

ამ გზას ნელი ნაბიჯით დაახლოებით სამ საათს ანდომებდა.

აბსოლუტურად დამშვიდებული, დაწყნარებული და დაღლილი კუნთების, სასიამოვნო გუგუნით ბრუნდებოდა სალხში, სადა ალბათ ელოდნენ.

ის ადიოდა კიბეებზე და კარზე აკაკუნებდა, რადგან არ უყვარდა ზარის დარეკვამაგრამ თუკი ვერ აგონებდა, ზარსაც რეკდასამი მოკლე ზარი და ბოლოს მაინც .

მშვიდად იყო –  სრული ჰარმონია სამყაროსა, ფიქრებსა და სხეულს შორის!

თუმცა იყო ერთი რაღაც რაც ზოგჯერ აშფოთებდა, ერთი და იგივე მანძილს ერთი და იგივე სიჩქარით სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა დროის ხანგრძლივობით ფარავდა.

სადღაც იკარგებოდა ოცდაათიორმოცდახუთი წუთი, რომელიც როდის და რაში იხარჯებოდა ვერაფრით ადგენდა.

თითქოს თექვსმეტი კილომეტრის გავლას უნდა დასჭირვებოდა ორი საათი და ორმოცდახუთი წუთიმაგრამ იყო მომენტები, როცა იგივე მანძილის დაფარვას ანდომებდა სამი საათი და ოცი, ან სამი საათი და ოცდაათი წუთი.

სიჩქარეს არასდროსაგდებდა“, ამაში დარწმუნებული იყო, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა ამ გახარჯული წუთების დაფიქსირებას და გაკონტროლებას.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11