შუა ოთახში მდგარი ანო დაინახა და უთხრა, – განცხადების თაობაზე მოვედიო! აი, იმის, მარტოხელა მანდილოსანი ვეძებ მარტოხელა ჯენტლმენსო! – ჯიბიდან ორად გაკეცილი გაზეთი ამოიღო და ქალს მიუახლოვდა. ქალმა მორცხვად დაუქნია თავი და სათვალეები გაიკეთა.

ვანომ უთხრა, ძალიან ლამაზი თვალები გაქვთო!

ანომ ჰკითხა, ჩემი თვალები მოგეწონათო? ვანოსთან ერთად დივანზე ჩამოჯდა.

ვანომ, თავი დაუქნია, ამოიოხრა და დაკოჟრილი ხელი ქალის მოშიშვლებული მუხლებისკენ გააპარა.

ანომ, შეტყუპებული მუხლები გაშალა და აკანკალებული ხმით იკითხა, რატომ მაინცდამაინც თვალები, მე ხომ სხვა ბევრი რამეც მაქვსო?

ანოს სათვალეებში არეკლილმა ვანომ, თავის თავს გაუღიმა და ჩასჩურჩულა, თავი ყველაზე მთავარია, თვალები კი უმთავრესიომათი თაფლისფერი წინწკლები მბნიდავსო.

ანომ, ხალათი შეიხსნა და ვნებებისგან დაბოხებული ხმით წარმოსთქვა, იცით ტანი მთლად კარგად ვერ გავიმშრალე და მკერდი სობელი დამრჩაუკაცრავად სველი დამრჩაო.

ვანომ ამოიოხრა, კიკიკი, თავიდანვე შეგატყვეთ ტანის სისველე შემოტმასნილ ხალათზე, მაგრამ არაფერი გითხარით, რადგან თვალებმა გამაოგნესო.

ანომ, მოშიშვლებულ მუცელზე ხელი მოისვა, აი აქ მშრალია, მაგრამ დანარჩენზე დარწმუნებით ვერ ვიტყვიო

ვანომ ნერწყვი გადაყლაპა, როგორ მომაჯადოებლად ანათებს კანი თქვენს მუცელზეო!

მგონი სისუქნე შემომეპარაო, თქვა ანომ და სიშიშვლე დამალა, ბაყვებიცუკაცრავად ბარძაყებიც გამიფართოვდა და მკერდიცო.

მაჩვენებთო? – მორიდებულად ჰკითხა ვანომ.

შეუძლებელიაო, აკანკალებული ხმით თქვა ანომ, ჩვენ ხომ მარტონი ვართო.

ვანო მოულოდნელობისაგან ჩაიკეცა და მუხლებზე, რომ არ დამდგარიყო ალბათ დაეცემოდა.

რატომ ჩაიმუხლეთო?- იკითხა ანომ და წამოდგა.

ვანომ, იატაკზე დავარდნილი ხალათის ქამარი აიღო და ჩახრინწული ხმით თქვა, ამის გამოო.

მოაბრუნა ანო და მის ორივე ხელს წაეპოტინა.

რატომ მიკრავთ ზურგს უკან ხელებსო? იკითხა ანომ და თვალები მილულა.

უხეშო, ხომ გითხარით, რომ ახალდაბანილი ვარ და შიშველისობელიუკაცრავად, სველი და შეიძლება გავცივდეო

ვანო წამით შეჩერდა, შიშველი რომ იყავით, არ გითქვამთო.

გაიცინა. ანოსაც გაეცინა.

შიშველი, სველი ქალი, და ირგლივ არევინააუკაცრავად არავინააო, ლოცვასავით წარმოსთქვა ვანომ და ხელებშეკრული ანო თავისკენ მოაბრუნა.

ამას თვითონ უნდა მიხვედრილიყავითო, ჩაიჩურჩულა ანომ და კისკისით უკან გადაიზნიქა.

როგორ უნდა მივხვედრილიყავიო?, ამოიოხრა ვანომ, ძლიერი ხელებით მიიზიდა ანო და სათვალე მოხსნა.

იციო სიმღერაა ასეთიო, ეს ქვეყანა ანოსიაო, ეს ქვეყანა ვანოსიაო!, წაიღიღინა ვანომ.

ვიციო! გაუღიმა ანომ და თვალები მილულა.

გაისმა კაკუნის ხმა.

ისმის კაკუნის ხმაო, ერთდროულად წარმოსთქვეს ანომ და ვანომ.

კაკუნის ხმა განმეორდა.

ანოს გაეცინა, შუბლზე ხელი შემოირტყა და დაბნეულ სტუმარს ჩართული ტელევიზორისკენ მიუთითატელევიზორში სერიალის პრემიერააო!

ტელევიზორის ცისფერ ეკრანზე, რეზინის ჩექმებში გამოწყობილი ჩასუქებული მამაკაცი ქალაქის ნაგავსაყრელზე გადებულ ფიცარნაგზე, ენერგიულად მიაბიჯებდა.

კაკკუკ! კაკკუკ!

ბადრიამ  სანაგვეზე ადამიანის თავი იპოვა.

მდედრობითი სქესის თავი ოცდაათ წელს მიტანებულ ქალს ეკუთვნოდა, რომელიც რამდენადაც არ უნდა გაგვიკვირდესცოცხალი იყო და თან ხვრინავდა

რომ არა ხვრინვა, ბადრიას შეიძლება ყურადღებაც კი არ მიექცია ამობიექტისთვის“…

ბადრიაშემგროვებელიიყოის, სანაგვეზე ბოთლებსა და ფერად მეტალს აგროვებდა. მერე ყველაფერ ამას, წელიწადის ყოველ მეოთხე დღეს მიმღებ პუნქტებში, სარფიანად აბარებდა და ფულით ხელდამშვენებულიჩვეულებრივი, სიცოცხლით სავსე ადამიანის ცხოვრებითხარობდა”.

მხოლოდ ამ დღესბანაობდა, კარგად ჭამდა, სეირნობდა და თუ მოუნდებოდა კინოსაც მიაშურებდა, ან კარგ სპექტაკლსაც გაბედულად გამოჰკრავდა ინტელექტუალურ კბილს.

სამოთხის დღე, ასე უწოდებდა გუნებაში ამ დღეს.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11