ერთხელ, ექვსსაათიანი საინფორმაციოს დროს დამიკაკუნეს და კარი გავაღ… ზღურბლზე ჩემი მეზობელი, სიმპატიური გოგონა, ანო დამხვდა. სათვალეებიდან ამომხედა და მორცხვად მითხრადენის ტარიფი გაიზარდა და მასთან ერთად საწვავისაცოდოლარის კურსმა კიდევ აიწიაო. წამლების და საკვების ფასიც გაიზრდებაო. ხელფასებს არ გვიმატებენ და რით უნდა ვიცხოვროთ ჩვენ ყველამ, არ ვიციო?!” და სახეში, ეგრევე ადუღებული წყალი შემომასხამაგრამ ჩაქუჩი მომზადებული მქონდა და რომ იცოდეთ, რა გულიანად დავაყოლე და დავაყოლეეესახე კი დამეწვა, მაგრამ იმასაც არ დაადგა კარგი დღე.

მოკლედ გავამართლეთ და გავამდიდრეთ ჩვენი ტელევიზიის ახალი ამბებიმე კიჭკუა ვისწავლე – “ვინც ტელევიზორიდან იგებს ახალ ამბებს, არავის არ უნდა ენდო!”

იმის მერე კარს ღიას ვტოვებ, ის, ან ისინი ოთახში თავისით რომ შემოვიდნენ. ლინოლიუმიც სპეციალურად გადავაკარი პარკეტს. აქ კი ორი ბეისბოლის ბიტა, ჩაქუჩი და რეზინის ხელჯოხი მაქვსხვდებით რატომ? ვერა? მოდით და მიხვდებით

კაკუნის ხმა.

კარზე კაკუნის ხმა ისმის!

ტუკტუკ! გააამარჯოობა! მოდი ვნახოთ სიტყვები, რამ შეჭამა სიტყვები? მიველ ვნახე სიტყვები ბგერებმა ჭამეს სიტყვებიროცა ვლაპარაკობ, ატმოსფეროში წარმოთქმული სიტყვებისგან იქმნება ბგერები, მათგან იშვება რხევები, რომლებიც დამდგარ და გარინდულ ჰაერს სერავენ, ჩეხენ, ჭრიან, ყოფენღარებად, ბილიკებად, გზებად, არხებად, ხეობებად.

სიტყვები, რომელებიც უფრო მწირია ვიდრე ბგერები, რომლებიც უფრო მწირია ვიდრე აზრები, რომლებიც უფრო მწირია ვიდრე ფიქრები, რომელებიც უფრო მწირია ვიდრე გრძნობები, რომლებიც უფრო მწირია ვიდრე ინტელექტი, რომელიც უფრო მწირია ვიდრე ინტუიცია, რომელიც უფრო მწირია ვიდრე სიჩუმე.

ბგერების მეშვეობით, ყველგან ვარ.

ჩემი მონოლოგების, საუბრების შემდეგ სამყაროში რჩებაღარები, არხები, ბილიკები, თხრილები, რომლებშიც გზას იკვლევენ, და სივრცეში ჩემს მაგივრად დაფრინავენ – ბგერებად და მათ უკან დამალული აზრებად, ფიქრებად, გრძნობებად.

დიაღაც”, ვისწავლე და სრულად დავეუფლე სამყაროს ლანდშაფტურ ენას. გავხდი პოლიგლოტი და ვისწავლე ტალღების, ყინულების, ღრუბლების რელიეფის ენაც.

ცა ღრუბლებით მელაპარაკება. კოსმოსი – ვარსკვლავებით. ვარსკვლავები – მეტეორებით. მეტეორებიმტვერით. მტვერიწირპლებითწირპლებიცრემლებით. ცრემლებიმარილებით, მარილები – ვნებებით. ვნებებიგრძნობებით, გრძნობები ბგერებით, ბგერები აზრებით, აზრებიჩემით.

დააკვირდი! კარგად დააკვირდი! ვერ ამჩნევ ვერაფერს? სამყარო ჩემით ლაპარაკობს. სამყარო ვარ მე. მე ვარრრ

მომაკვდავო არსებავ, თუკი დრო და ადგილი ვერ შეირჩიე, შეიძლება ვერც კი დამინახო. ჩაიმუხლე და ქვემოდან ამომხედერაა, შე ურწმუნოვ, გეცინება? რად მიყურებ ორჭოფული მზერით?

არ ამიშალო ნერვები. … დაიცადე და საკუთარი თვალით ნახავ

რელიეფს აგიჯანყებ, სადაც კი ფეხს დაადგამ, ძირს დაგცემ. ჩემს მიერ შექმნილ ღარებზე დაგისხლტდება ფეხიჩემი სიტყვებით, ბგერებით გაჩენილ  უფსკრულებში გადაიჩეხები.

ვიცი, ჯერ მზად არა ხარ დამიჯერო, სკეპტიკურად მიყურებ, მაგრამ სიმართლეს მაინც გაგიმხელერთადერთი ადამიანი ვისაც გული ერევა სამოთხეში, ესაა აწმყოში დაკარგული, სიცოცხლით სავსე ადამიანი!

კაკუნის ხმა.

აი, ისმის კარზე კაკუნის ხმა და ჩათი უნდა გავთიშო. “მოდი ვნახოთ სიტყვები, ვინ შეჭამა სიტყვები” ჩათი დამთავრებულიაშეიძლება, ზედმეტად ეპატაჟური ვარ, მაგრამ მთავარია ვიყო კრეატიული და პოპულარული. მთავარია გავხდე ცნობადი და მკიდია ვინ რას იფიქრებთმძულხართ დამპლებო! მოკლედ, შეხვედრამდე. პაკაპაკა. მორჩა ჩვენი ვირტუალური პაემანი.

კაკუნის ხმა მეორდება.

კაკკუკ! – დააკაკუნა ვანომ და ოდნავ გაღებულ კარში ფრთხილად შემოვიდა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11