ნიახური ჩემი საყვარელი მწვანილია! – მილულა თვალები ლამრომ და ბადრიას თითებზე ნაზად უკბინა.

ამ დროს გაისმა კაკუნის ხმა.

ვინმეს ელოდები? – იკითხა ლამრომ და თვალები შიშისგან გაუფართოვდა.

არავის. – უპასუხა ბადრიამ და აფორიაქებულმა გაიხედა კარისკენ, საიდანაც კაკუნი განმეორდანეტა ვინ აკაკუნებს?

კაკუნის ენერგიული ხმა კვლავ განმეორდა.

ქალი

აი, გაიღება კუპეს კარი და ისინი შემოვლენისინი შემოვლენ იმისათვის რათა შემივიწროვონ თავისუფლება და მყუდროება! დამჩაგრონ! მომსპონ თავისი გამჭოლი მზერით და შეურაწყონშემაურაცხმყონ! შემლახონ! შემშემ…. გამაბახონ!… რა უნდა ვქნა? ეგებ გავიქცე?

ფანჯარაში იხედება.

გავხსნა ფანჯარა და გადავხტე? მაგრამ მატარებელი მიდის და ფიზიკის კანონებით, სიჩქარე შორს მომისვრის, შემახეთქებს ბოძს! დავიმტვრევი, დავსახიჩრდები! მოვკვდები და ესენი ორგანოებად გამყიდიან!

ისმის კაკუნის ხმა.

წვრილი ხმა

გააღეთ კარი! გააღეთ!

ხრინწიანი ხმა

კარებს რატომ არ აღებს?

წვრილი ხმა

ახლავე გააღეთ კარი, თორემ იძულებული ვიქნები

ხრინწიანი ხმა

კარებს რა უფლებით არ აღებთ?

ბარიტონი

გიბრძანებთ კარი გაგვიღოთ!

წვრილი ხმა

ბრძანების უფლება არა გვაქვს! გვაქვს მოთხოვნის უფლება!

ბარიტონი

მოვითხოვთ, ბრძანების ტონითკარი გაგვიღოთ!

ხრინწიანი ხმა

გაგვიღეთ, თორემ ძალით გავაღებთ!

ბარიტონი

ვაი და ყრუმუნჯია, ჩვენ შევალთ და ის, იქ ხალათში გახვეული, ან შიშველი დგას დათავი მოგვეჭრება!

ხრინწიანი ხმა

ყრუმუნჯი რომ იყოს ბილეთს ვერ აიღებდა!

ბარიტონი

როგორ ვერ აიღებდა, ბილეთის აღებას არ სჭირდება მეტყველება და სმენა!

ხრინწიანი ხმა

ჩვენს მატარებელზე სჭირდება, რადგან მოლარე ბრმაა!

ბარიტონი

ბრმაა? რატომ?

წვრილი ხმა

იმიტომ, რომ სადგურის ხელმძღვანელი ოკულისტია, თვალის ქორურგია!

ბარიტონი

თვალის ქირურგი?

წვრილ ხმიანი

ცუდად ნამკურნალევი პაციენტები ჰყავს დასაქმებული... აი, მეც შუშის თვალი მაქვს!

ხრინწიანი ხმა

ეგ საქმეს არ შველის. კარი მაინც დაკეტილია!

წვრილი ხმა

ეგებ გავხსნათ ან შევანგრიო?

ბარიტონი

რომელი უკეთესია

წვრილი ხმა

უკეთესია თვითონ თუ გააღებს! სასწრაფოდ გაგვიღეთ, კარი!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11