ქალი

ჭეშმარიტება მსხვერპლს მოითხოვს!

ისმის კიდევ ორი გასროლის ხმა.

ბარიტონი, რომელიც გატენორდა

მოვკვდი არათანასწორი დისკუსიის დროს.

წვრილი ხმა, რომელიც დაბოხდა

სიკვდილი ჰგავს მიკროფონი გამითიშვას!

ისმის კაკუნის ხმა.

ქალი

ალო, ყველა ამოწყდით? თუ გადარჩა ვინმე?

ხრინწიანი ხმა, რომელიც დაიწმინდა

შენი ჭირიმე სიკვდილო,სიცოცხლე შვენობს შენითა!“

ისმის გასროლის ხმა. ისმის კაკუნის ხმა.

ქალი

ალო, ახლა?

ხრინწიანი ხმა, რომელიც დაიწმინდა

ქალო, სიკვდილის წინ ის მაინც ვიცოდე რა გქვია?

ქალი

კარგი, რაკი კვდები  გეტყვი! ჯო..

ხრინწიანი ხმა, რომელიც დაიწმინდა

ჯო..

ქალი

რჯ..

ხრინწიანი ხმა, რომელიც დაიწმინდა

რჯ..

ქალი

ია

ხრინწიანი ხმა, რომელიც დაიწმინდა

ია

ქალი

ჯორჯია.

ხრინწიანი ხმა, რომელიც დაიწმინდა

ჯორჯია! მაშასადამე ჯორჯია?

ქალი

ჭეშმარიტად ჯორჯია!

ხრინწიანი ხმა, რომელიც დაიწმინდა

ჯორჯია, შენი გულისთვის ღირდა ამდენი სისხლისღვრა და სიკვდილი

ჯორჯია

ეგ შეკითხვაა, თუ დასკვნა?

ისმის გასროლის ხმა. სიჩუმე.

ჯორჯია

ალო, სანამ მოკვდებით მიპასუხეთ, ეგ შეკითხვაა, თუ დასკვნა?

მატარებლის ხმა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11