ზვიად კუპრავას და შსს-ს სამ მაღალჩინოსანს საგამოძიებო კომისია ორშაბათს მოუსმენს
ზვიად კუპრავას და შსს-ს სამ მაღალჩინოსანს არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისია ორშაბათს მოუსმენს. გადაწყვეტილება რამდნიმე წუთის წინ მიიღეს.
ასევე, გადაწყდა, რომ ორშაბათს განახლდება რეკომენდაციების განხილვა. აქვს თუ არა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება, დააყენოს პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და რამდენად არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, შესაძლოა, ეს კენჭისყრის შედეგად გადაწყდეს.
გიორგი კობერიძე დეტალებით.