ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციაში იყო დღეს ზვიად კუპრავა. კუპრავას დაბარება მის წინააღმდეგ სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდებოდა.
კუპრავამ გამოძიების შეკითხვებს არ უპასუხა და გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი მიტინგების ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ ბრალდება აბსურდულია და მის განეიტრალებას ემსახურება.