საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილებმა, – კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა, – მთავარი პროკურატურის საზოგადოებრივ მისაღებში შიმშილობა დაიწყეს.
ისინი ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. 2018 წლის 31 დეკემბერს, ზვიად გამსახურდიას საქმე ხანდაზმული გახდება. იმ შემთხვევაში, თუ პასუხისგებაში არავინ მიეცემა, გამოძიება შეწყდება და საქმეც დაიხურება.
ზვიად გამსახურდიას შვილები აცხადებენ, რომ საქმეზე ბრალი უნდა წარედგინოს სპეცრაზმ „ალფას“ მაღალჩინოსანს, რომლის ბრალეულობაც მათივე თქმით, გამოკვეთილია და რომელიც პროკურატურამ ერთი თვის წინ მოწმის სახით გამოკითხა.
საგამოძიებო უწყება საკითხზე დღეს განცხადების გავრცელებასაც გეგმავს.