ზვავი ფშაველი-ომალოს გზაზე  

სამდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ მეხანძრე-მაშველებმა ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე, ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

გზის 36-ე კილომეტრზე ადგილზე მობილიზებული იყო ხუთი ეკიპაჟი და სპეცტექნიკა. მიმდინარეობდა ხევის აეროდინამიკური მონიტორინგი. საძიებო სამუშაოებს მძიმე მეტეოროლოგიური პირობები ართულებდა. ჰიდროლოგების ინფორმაციით, ხეობაში  532 000 ტონა თოვლის და მიწის მასა ჩამოწვა.