მაშველებმა ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ბაკურიანში თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ძებნა-შველის ოპერაცია 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სამაშველო დრონები, კინოლოგთა სამსახური და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი თოვლის მასიდან არის ამოყვანილი და ახლა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, ზვავი ბაკურიანში 28 მარტს მაშინ ჩამოწვა, როცა მთაში სასრიალოდ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, ოთხმა მათგანმა ტერიტორიიდან გამოღწევა შეძლო, ერთ-ერთი 48 წლის მამაკაცი კი თოვლის საფარ ქვეშ მოყვა.