უბედური შემთხვევა გომისმთაზე

საბედისწერო მარშრუტი და მსხვერპლით დასრულებული მოგზაურობა გომისმთაზე. ერთი გარდაცვლილი და სამი გადარჩენილი. სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. გომისმთაზე თოვლიდან ამოყვანილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი ოზურგეთის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, სამაშველო ოპერაცია ათი საათი გრძელდებოდა და ჩართულები იყვნენ სწრაფი რეაგირების ბაზის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგები და ვერტმფრენი.