თბილისში ორი სახლი დაიწვა

ხანძარი იყო თბილისში, ტექნიკურ უნივერსიტეტთან მდებარე კერძო ტიპის დასახლებაში. სრულად დაიწვა ერთი ნაგებობა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულმა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება და შემდგომში ლიკვიდირება დროულად შეძლეს, რის შედეგადაც, მჭიდროდ განლაგებულ შენობებზე ცეცხლი არ გავრცელებულა. ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ხანძარი იყო ნაძალადევის რაიონშიც, კერძო ტიპის დასახლებაში სახლის ნაწილი დაიწვა, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საათით გათიშული იყო ელექტროენერგიაც.