სამძებრო სამუშაოები წალენჯიხაში

წალენჯიხაში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ. სოფელ სქურის მიმდებარედ, მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ სამძებრო სამუშაოებს. დღეს საძიებო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩართო. „112“-ში 6 ოქტომბერს შევიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სქურის მიმართულებით, 61 წლის მამაკაცი გავიდა, რომელიც სახლში არ დაბრუნებულა.  მაშველებმა დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაზე, მიტოვებულ ქოხში იპოვეს. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო ექსპერტ-კრიმინალისტების კინოლოგიური სამსახურიც.