ხანძრის კერები რეგიონებში

საქართველოს რეგიონებში ტყისა და მინდვრის ხანძრები ლიკვიდირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, რამდენიმე დღიანი სამუშაოების შემდეგ, ტყისა და მინდვრის მასშტაბური ხანძრები სრულად ჩააქრო. ამ ხნის განმავლობაში ხანძარს ებრძოდა 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 100-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. 4 იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა 300-ზე მეტი, სხვადასხვა მასშტაბის კერა. ყველა მათგანი ლიკვიდირებულია. ხანძარი დაფიქსირდა სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში.