მრავალეროვნული საველე სწავლება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციებზე ორიენტირებულ ერთკვირიან მრავალეროვნულ საველე სწავლებას მასპინძლობს. მასში აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვისა და საქართველოს მეხანძრე-მაშველები მონაწილეობენ. ასევე სწავლებაში ჯგუფების სახით ჩართულნი არიან უკრაინის, შვედეთის, ევროკავშირისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლები. საველე წვრთნების მიზანია, კიდევ ერთხელ იქნას განხილული ის პროცედურები, რომელიც მასშტაბური საგანგებო სიტუაციების დროს მასპინძელი ქვეყნის მხრიდან ტარდება პარტნიორი ქვეყნების დახმარების მოზიდვის შემთხვევაში.