განათლების მინისტრმა მარნეულში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ახლად რეაბილიტირებული სასწავლო ცენტრი გახსნა. ცენტრის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერების უზრუნველყოფა და ეთნიკური უმცირესობების ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა. ცენტრი წლის ბოლომდე 2 000-მდე მსმენელს უნდა მოემსახუროს, სასწავლო პროცესში 12 ტრენერი იქნება ჩართული. მარნეულის სასწავლო ცენტრის შენობის სრული რეაბილიტაცია ჩაატარა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ. პროექტის საერთო ღირებულებამ 150 700 ლარი შეადგინა.