ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათი და ინოვაციური მედიკამენტების პირდაპირ შესყიდვას იწყებს და პარლამენტში შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოს ამზადებს.
სხვადასხვა კომიტეტის ფორმატში საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ე.წ. მეას ტიპის შესყიდვის დანერგვა საერთაშორისო ჯგუფების რეკომენდაციის საფუძველზე ხდება და ეს მოქალაქეების ხარჯს მნიშვნელოვნად შეამცირებს.