„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს მადლობა გადაუხადა

მედიასთან საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჯანდაცვის უკვე ყოფილ მინისტრს საჯაროდ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვისა და ფარმაცევტულ სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, რამაც მოქალაქეებისთვის მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებებზე ფასები შეამცირა. მანვე აღნიშნა, რომ მთავრობის ახალი მეთაურის დანიშვნის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები ბუნებრივია.