ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის გამოწვევები

21:47, 16.11.2026

კლინიკები სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების გაზრდას ითხოვენ.

საუბარია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ საავადმყოფოებზე, რომელთა მოთხოვნა კონკრეტულ მიმართულებებს ეხება. განსაკუთრებული აქცენტი რეანიმაციულ სერვისებზე კეთდება. კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომ პაციენტს თანაგადახდის და სახარჯი მასალების თავად არჩევის უფლება ჰქონდეს ისე, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ერთჯერადად უარის თქმა არ მოუხდეს. ეს გამონაკლისი დღემდე მხოლოდ ტრავმატოლოგიის მიმართულებითაა დაშვებული. კლინიკების მოთხოვნას ნაწილობრივ იზიარებენ და ტარიფების გადახედვის საჭიროებას ხედავენ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტშიც, რომელიც საავადმყოფოებთან კონსულტაციებს უკვე აწარმოებს.

 

მსგავსი