ტოლერანტობის დღის აღნიშვნა

18:41, 16.11.2026

საქართველოში ტოლერანტობის დღე 2016 წლიდან, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით აღინიშნება. მისი მიზანია ქვეყანაში რელიგიური მრავალფეროვნების წარმოჩენა, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მნიშვნელობის ხაზგასმა. ყოველწლიურად, ღონისძიებას სხვადასხვა რელიგიური თემი მასპინძლობს. 2016 წელს პირველი მასპინძელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო, მომდევნო წლებში კი – ღონისძიებას ქართველ ებრაელთა თემი, კათოლიკური, მუსლიმური, ბაპტისტური, ევანგელურ-პროტესტანტული და სხვა რელიგიური გაერთიანებები მასპინძლობდნენ. 2025 წელს მასპინძელი ევანგელურ-ლუთერული ეკლესია გახდა.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან, UNESCO-ს ინიციატივით, ყოველი წლის 16 ნოემბერს აღინიშნება.

მსგავსი