მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატების მიღება პარლამენტში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება საქართველოს პარლამენტში. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „ზოგადი განათლების რეფორმა – ცვლილებები, გამოწვევები და მოლოდინები“. მომხსენებლებმა ზოგადი განათლების რეფორმის პირველი ეტაპის შედეგები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობები და განათლების ხარისხის გაუმჯობესების საკითხები მიმოიხილეს. მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულებს, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოცემული საკოლექციო მონეტები გადაეცათ.