ერთი წელი გუდაურის ტრაგედიიდან

გუდაურში მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები იმყოფებოდნენ. ვახტანგ გომელაურმა და ზურაბ აზარაშვილმა ტრაგიკული შემთხვევის დროს დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნას პატივი მიაგეს. სასულიერო პირებმა ადგილზე გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

გასული წლის 29 ივლისს გუდაურთან მიმდინარე სამაშველო ოპერაციისას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, შედეგად ბორტზე მყოფი რვა ადამიანი დაიღუპა.