ჯანდაცვის ახალი მინისტრის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი

მთავრობის მეთაური ჯანდაცვის ახალ მინისტრს ხვალ, მთავრობის სხდომაზე დაასახელებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად უმრავლესობაში დაადასტურეს. ზურაბ აზარაშვილმა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თანამდებობა 1 მარტს დატოვა. ირაკლი კობახიძემ საკუთარი გადაწყვეტილება სამედიცინო სექტორთან კომუნიკაციის პრობლემით ახსნა, რომელიც, მისივე განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხმა კიდევ უფრო წარმოაჩინა. აზარაშვილმა მინისტრის პოსტი 2021 წლის დეკემბერში დაიკავა, ის მინისტრთა კაბინეტსა და საზოგადოებას პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა.