ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრიც. პანდემიის პრევენცია, მზადყოფნა და რეაგირება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც 158 ქვეყნის პირველმა პირებმა და ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა განიხილეს. ზურაბ აზარაშვილი სესიაზე სიტყვით გამოვიდა და პანდემიის გავლენაზე, პრევენციასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ზურაბ აზარაშვილი, ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დაგეგმილ, მაღალი დონის შეხვედრებშიც მიიღებს მონაწილეობას.