პრემიერის გამოხმაურება ზურაბ აზარაშვილის წერილზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან დაპირისპირებას კიდევ ერთხელ უარყოფს.

ირაკლი კობახიძე აზარაშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აზარაშვილმა და მისმა გუნდმა ჯანდაცვის სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარეს და ისეთ პრობლემებს ებრძოდნენ, როგორიც მაგალითად შესაძლო კარტელური გარიგებები იყო. პრემიერ-მინისტრმა განმარტა ისიც, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან აზარაშვილის გათავისუფლების მიზეზი სექტორთან კომუნიკაციის პრობლემა იყო.

შეგახსენებთ, ზურაბ აზარაშვილმა საკუთარ განცხადებაში ორი წლის განმავლობაში გატარებულ რეფორმებზე დაწერა და ხაზი გაუსვა ისეთ მიმართულებებს, რომელიც მისი შეფასებით 30 წლის განმავლობაში მოუგვარებელი იყო. აზარაშვილმა ასევე დაწერა რომ 90 % საქმეს აკეთებდა 10 % კი ეთმობოდა პიარს, რაც მისივე შეფასებით არასწორი აღმოჩნდა.