ზურაბ ალავიძე სომხეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა
ინფრასტრუქტურის მინისტრი აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, სომხეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს ვაჰან მარტიროსიანს შეხვდა.
ზურაბ ალავიძემ უცხოელ კოლეგას სხვადასხვა სექტორში დაგეგმილი მასშტაბური პროექტები გააცნო, ასევე ისაუბრა ქართულ-სომხური სამშენებლო კომპანიების წარმატებულ თანამშრომლობაზე.
შეხვედრისას ალავიძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სივრცით მოწყობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან წარმატებულ თანამშრომლობაზეც.