საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები საქართველოში

აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ჟურნალისტები საქართველოს აშშ-დან, ესპანეთიდან, ბულგარეთიდან, კატარიდან და ინდოეთიდან ესტუმრნენ. პრესტურის მონაწილეები მოინახულებენ ენგურჰესს, ეწვევიან ფოთს, ბათუმს, გორსა და კახეთს, დააგემოვნებენ ქართულ კერძებსა და ღვინოს. ტურის ბოლოს კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მოინახულებენ და ანაკლიაში ღრმაწყლოვან პორტის პროექტს გაეცნობიან.