პრემიერის სიტყვით გამოსვლა აბრეშუმის გზის ფორუმზე

„აბრეშუმის გზის ფორუმი არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ კიდევ ერთხელ საქართველო და ვაჩვენოთ ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლებში გვქონდა“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აბრეშუმის გზის მნიშვნელობა, როგორც ისტორიულად, ისე ამჟამად, სცდება მხოლოდ სავაჭრო გზის მნიშვნელობას, ამ გზამ დააკავშირა დასავლური და აღმოსავლური კულტურები და ასევე გამტარი ფუნქცია შეასრულა ინოვაციებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. როგორც საქართველოს პრემიერმა განაცხადა, საქართველო არის ბუნებრივი ხიდი, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და ის ყოველდღიურად გარდაიქმნება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად. მისივე თქმით, შუა დერეფანი საქართველოს მასშტაბებით სწრაფად ვითარდება, როგორც ტრადიციული გზების ალტერნატივა.