აბრეშუმის გზის ფორუმის მეორე დღე

აბრეშუმის გზის ფორუმის მეორე დღე თბილისში.

ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა გახსნა. მთავარი აქცენტი საქართველოში არსებულ საინვესტიციო პოტენციალზე, ვაჭრობისა და ინოვაციების შესაძლებლობაზე, არსებულ ლიბერალურ საგადასახადო გარემოსა და ბიზნესის ხელშეწყობაზე გაკეთდა.

თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებზე ისაუბრეს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ბიზნესომბუდსმენმა.

საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს თბილისში 60-მდე ქვეყნის 2000 დელეგატი ესწრება.