საქართველო აბრეშუმის გზის ფორუმს მასპინძლობს. ოფიციალური გახსნის ცერემონიის შემდეგ, მხარეთა ჩართულობით მსჯელობა პანელური დისკუსიის ფორმატში გრძელდება. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია. საუბარი შეეხება მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ თემებს. ფორუმის ფარგლებში გამართული სესიების მოდერატორები „ბიბისის“, „ბლუმბერგისა“ და „დოიჩე ველეს“ წამყვანი ჟურნალისტები არიან. ღონისძიებას 200-მდე ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტი აშუქებს.