ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას საქმის განხილვაზე პირველი მოწმე ექსპერტი დაიკითხა.
სასამართლო ექსპერტმა დაადასტურა, რომ საქმეში არსებული მთავარი აუდიოჩანაწერი ავთენტურია და მასში არ არის დაფიქსირებული მონტაჟი. მერის და ვიცე-მერის გარდა განიხილება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, თენგიზ ქობალიასა და ცრუ ჩვენების მიცემით დაკავებული ხუტა ბაღათურიას საქმე.
სუს-მა გულორდავა და გოგია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გასული წლის პირველ ნოემბერს დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში გოგიამ და გულორდავამ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 21 500 აშშ დოლარი გამოართვეს.