საპროტესტო აქცია სოფელ ნაცატუში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში, ადგილობრივებმა გზის არარსებობა გააპროტესტეს. მოსახლეობის ნაწილმა ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალური გზა რამდენიმე წუთით გადაკეტა. აქციის მონაწილეთა თქმით, უკვე წლებია სოფელში გაუსაძლისი პირობებია და გზის არარსებობის გამო, ბავშვები სკოლაში ვერ დადიან. მათივე მტკიცებით, აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება, თუმცა უშედეგოდ. აქციის მონაწილეებს სოფელ ნაცატუს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი შეხვდა და აღნიშნა, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.

დატოვე კომენტარი