ცხოვრება წყლის და გზის გარეშე

მოამბე-რეგიონები“ აგრძელებს საქართველოს სხვადასხვა სოფლის პრობლემებზე რეპორტაჟებს.

ამჯერად ნატო ბერულავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სათოლორაიოს უბანში იმყოფებოდა. წლებია, 70-მდე ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. აწუხებთ გზის არარსებობაც. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში კი აცხადებენ, რომ სამუშაოებისთვის საჭირო თანხები ამ წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.