განმუხური-დარჩელის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდინარე ენგურზე, განმუხური-დარჩელის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა.

განახლებული ინფრასტრუქტურა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ  და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერეს. ხიდის მშენებლობის პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა და მისმა ღირებულებამ 3 მილიონი ლარი შეადგინა. ახალი ხიდის სიგრძე 150 მეტრამდეა. აქამდე არსებული ხიდი ავარიული იყო და ადგილობრივებსა და ტურისტებს გადაადგილების დროს საფრთხეს უქმნიდა.