სავარაუდოდ, მომავალი სასწავლო სეზონიდან პედაგოგების ხელფასების ზრდა იგეგმება.
ზოგადი განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმა დღეს მინისტრმა ექსპერტებს გააცნო. იცვლება მასწავლებლების კარიერული წინსვლისთვის საჭირო პროცედურები, ასევე უკვე მოპოვებული სტატუსის შესანარჩუნებლად აუცილებელი აქტივობები. ცვლილებებია მოსალოდნელი სასწავლო საათების განაწილების კუთხითაც. სახელფასო პოლიტიკის შესამუშავებლად კი ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს.