„მოამბე რეგიონები“ სტუმრად რეპორტაჟების გმირებთან

გასული წლის განმავლობაში „მოამბე რეგიონებმა“ არაერთი რეპორტაჟი მოამზადა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ.

ჩვენი გადამღები ჯგუფები ჩადიოდნენ იქ, სადაც მოქალაქეები არსებული გამოწვევების მიუხედავად არ ტოვებენ საკუთარ კერას და ცდილობენ ადგილზე ცხოვრება უკეთესი გახადონ. ამ პერიოდის განმავლობაში გავიცანით ბევრი ადამიანი, რომელიც უანგაროდ ეხმარება ხალხს. ესენი არიან ექიმები, მასწავლებლები თუ სხვა პროფესიის მოქალაქეები. ასევე ბავშვები, რომლებიც ამ ახალ წელს განსკუთრებული სიხარულით ელოდებიან. დამდეგი დღესასწაულის გახალისებაში ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა მცირე წვლილი შეეტანა და ჩვენი რეპორტაჟების გმირებთან კიდევ ერთხელ ჩავედით.