აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

ხელფასების მომატების მოთხოვნით აქცია გამართეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა. ისინი ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. შეკრებილების თქმით, პანდემიის პერიოდში ჰქონდათ დანამატი, რომელიც გაუფრთხილებლად, აპრილის თვეში მოუხსნეს, არსებული ანაზღაურება კი, რომელიც დარჩათ, მათ შრომით პირობებს არ შეესაბამება და არასაკმარისია. ექიმების ინფორმაციით, სამინისტროსგან მიღებული შეთავაზება 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლასთან დაკავშირებით, მათთვის მიუღებელია. სასწრაფო-სამედიცინო მომსახურების თანამშრომლები აქციებს მოთხოვნების შესრულებამდე გააგრძელებენ.

დატოვე კომენტარი