მასწავლებლის ეროვნული პრემია 2024

ეროვნულ პრემიაზე წარსადგენად მასწავლებლების შერჩევა იწყება.

კონკურსში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლების ყველა მასწავლებელს შეეძლება. განაცხადების მიღება 22 აპრილს აიღებს სტარტს და ივლისამდე გაგრძელდება. შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპიანია. საბოლოოდ სასწავლო მეთოდოლოგიის, კრეატიულობის, მიღწევების და ინოვაციური იდეების მიხედვით სპეციალური ჟიურის მიერ 10 პედაგოგი შეირჩევა, რომლებსაც განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის უმაღლეს ჯილდოსთან ერთად ფულადი პრემიაც გადაეცემათ. ჟიური სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს აერთიანებს. ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიალი პირველად 2023 წლის შემოდგომაზე გაიმართა. ის ტრადიციული გახდება და ყოველ წელს ჩატარდება.