ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორს შეხვდა.
სარალიძის თქმით, შეხვედრაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ისაუბრეს. მისი განმარტებით, შალვა თადუმაძემ საქმის გარკვეული დეტალები არ იცის.
მომდევნო შეხვედრა სამშაბათს გაიმართება და მას გენერალურ პროკურორთან ერთად საქმის პროკურორებიც დაესწრებიან.