მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე, ზაზა სარალიძეს მოუსმენენ

მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე, დაზარალებულ მხარეს, ზაზა სარალიძეს მოუსმენენ. სასამართლო სხდომა ამ წუთებში იწყება. მოკლული დავით სარალიძის მამისა და ოჯახის ადვოკატების განცხადებით, ისინი პროცესების საჯაროობას მოითხოვენ. დღესვე დაგეგმილია სხვა მოწმეების გამოკითხვაც. ზაზა სარალიძის დაკითხვა 16 აგვისტოს იყო დაგეგმილი, თუმცა ბრალდებულის ადვოკატმა მის დასაკითხად მომზადებისთვის ვადა ითხოვა.