შავი ზღვის სანაპიროს უნიკალური ქართული კურორტი ურეკი, 2023 წლის ზაფხულის სეზონის გახსნისთვის ემზადება.
სამკურნალო მაგნიტური ქვიშის გამო ურეკში დამსვენებელი უკვე ჩასულია. კურორტი წლევანდელ სეზონს დასრულებული ბულვარით ხვდება. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშოები გრძელდება.
რა გაკეთდა ურეკში და რა პრობლემები რჩება მოსაგვარებელი რეკრეაციულ კურორტზე – ნახეთ თეა აბსარიძის და გოგა გახარიას სიუჟეტი.