ზღვის ხარისხის მორიგი შემოწმების შედეგები

შავი ზღვის სანაპირო ზოლში მონიტორინგი გრძელდება.

6 და 10 ივლისს ჩატარებული შემოწმების შედეგები დამაკმაყოფილებელია. ბოლო მონაცემებით, წყლის ხარისხი ყველა პარამეტრით ნორმის ფარგლებშია. კონტროლის გასაძლიერებლად და შესაძლო საფრთხეების პრევენციის მიზნით მონიტორინგის სადგურების რაოდენობა გაიზარდა – წყალზე კვლევებს განმუხურსა და ანაკლიაშიც ჩაატარებენ.

კონტროლი მას შემდეგ გამკაცრდა, რაც 6 ივნისს უკრაინაში, კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქების შემდეგ შავ ზღვაში დიდი ოდენობით ტოქსიკური ნივთიერება მოხვდა და წყლის ბაქტერიული დაბინძურებაც დაფიქსირდა. თუმცა, ექსპერტები საქართველოს სანაპირო ზოლამდე მავნე ნივთიერებების მოღწევას ამ ეტაპზე გამორიცხავენ. მიუხედავად ამისა, კახოვკის კაშხლის დატბორვამ საქართველოში ტურისტულ სეზონზე მაინც იმოქმედა.