შავი ზღვის წყლის ხარისხი - მონიტორინგის შედეგები

შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია – ამის შესახებ განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. მონიტორინგისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ათ დღეში ერთხელ, ცხრა სადგურზე ახორციელებდა, 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა და ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე სამი ლოკაცია დაემატა.