ყაზბეგობა 2018

დღეს დაბა სტეფანწმინდაში ყაზბეგობის დღესასწაული აღნიშნეს.ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში გამართული ფესტივალი ფუძეობა ადგილობრივი პროდუქციის გამოფენით დაიწყო და კონცერტით დასრულდა. ტურისტებს საშუალება ჰქონდათ, ქართული ტრადიციული საკვები დაეგემოვნებინათ, თვალყური ედევნებინათ სპორტული შეჯიბრებისთვის.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, რომელმაც გარკვეული მიზეზების გამო მშობლიური კუთხე დატოვა, საკუთარ ფუძეს ერთი დღით მაინც დაბრუნებოდა.

სალომე სილაგაძის რეპორტაჟი სტეფანწმინდიდან.