„მთის დღეები 2023“ სტეფანწმინდაში

„მთის დღეებს“ მასპინძლობს სტეფანწმინდაც – ელიას ტყის მიმდებარედ მასშტაბური აქტივობები მიმდინარეობს. ფესტივალის ფარგლებში გამოფენილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია და ტარდება სახალისო სპორტული აქტივობები, მათ შორის ცხენით სეირნობა და ხატვის მასტერკლასი. ვიზიტორებსმასტერშეფის“ მონაწილეთა კერძების დაგემოვნებაც შეუძლიათ. საღამოს კი სცენას ქართველი არტისტები დაიკავებენ და ყველასთვის საყვარელ კომპოზიციებს შეასრულებენ.

თათია ბუხრაშვილი დეტალებით ყაზბეგიდან.