წყლის სინჯების აღება შავი ზღვის აკვატორიაში

შავი ზღვის გონიო-ანაკლიის აკვატორიაში წყლის სინჯები აიღეს. მიზანია ხარისხობრივი პარამეტრების განსაზღვრა. აღნიშნული საშუალებას იძლევა სპეციალისტებს ჰქონდეთ უფრო ზუსტი ინფორმაცია ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის და ზღვის ბინადრების საარსებო გარემოს შესახებ. მასალებზე კვლევების ჩატარების პროცესს დაესწრნენ გარემოს დაცვის მინისტრი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი. სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის მონაცემების მიღება და 100 მეტრის სიღრმეში წყლის ისეთი ფიზიკო-ქიმიური პარამეტრების განისაზღვრა, როგორიცაა ტემპერატურა, მარილიანობა, ხსნადი ჟანგბადი, ქლოროფილი, და გამჭვირვალობა.