წყლის მიწოდების შეზღუდვა დედაქალაქში

სოფელ წიწამურთან წყლის ცენტრალური მაგისტრალური მილის დაზიანების გამო, მესამე დღეა თბილისისა და მცხეთის მოსახლეობის ნაწილს წყალი შეფერხებით მიეწოდება. მეწყერსაშიში ზონის გამო, ადგილზე მძიმე ტექნიკის გამოყენება გუშინ საღამოდან გახდა შესაძლებელი. 63 000-მდე აბონენტს წყალი გრაფიკით მიეწოდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს დილით დედაქალაქის მერი ჯვპ-ის მენეჯმენტის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

რა ვითარებაა სოფელ წიწამურთან და როდისთვის იქნება შესაძლებელი დაზიანებული მილის აღდგენა, დეტალებით თამარ ნადარეიშვილი.