ბაკურიანის ნაწილს წყალი სრულად არ მიეწოდება

ბაკურიანის ნაწილს წყალი სრულად ჯერ კიდევ არ მიეწოდება. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ახალი ხელმძღვანელის განცხადებით, ამ დროისთვის წყალმომარაგება აღდგენილი აქვს ბაკურიანის დაახლოებით 85 პროცენტს, სრულად აღდგენას კი უახლოეს პერიოდში ვარაუდობენ.

წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ სასტუმროებს „რუმსს“, „მგზავრებს“ და „პანორამას“. ყველა ის სასტუმრო, სადაც წყლის მიწოდება შეზღუდულია, წყალმზიდების საშუალებით მარაგდება. პროცესში ჩართულია სახანძრო მანქანებიც.